მეორე დღე

Friday, October 4, 2013

ქიმიის კლუბი შავშვების საჯარო სკოლაში

               ქიმიის კლუბი   "ერთად  ვაშენოთ  მომავალი''    
                                                                                                                                                                   
ქიმიის კლუბის პირველი შეხვედრა იყო გაცნობითი, მოსწავლეებმა გაიცნეს ერთმანეთი სხვადასხვა სახალისო აქტივობით. პედაგოგებმა წარმოვადგინეთ და მოსწავლეებს გავაცანით სამოქმედო გეგმა , კლუბის დატვირთვა და მისი შინაარსი.




















   ბავშვებმა დაწერეს რას ელოდებიან ამ პროექტიდან , როგორია მათი დამოკიდებულება კლუბის მუშაობის მიმართ და  დააფიქსირეს   თავიაანთი მოლოდინები














კლუბი- ქიმია

   სოფელ შავშვებში ჩამოყალიბდა კლუბი- ქიმია და მეცნიერების დარგები, მისი ხელმძღვანელი არის პედაგოგი ეკატერინე კობალაძე. კლუბში გაწევრიანებულია 8 მოსწავლე:   კლუბს გააჩნია სამოქმედო გეგმა რომელიც გაწერილია 3 თვეზე და მის ფარგლებში იგეგმება ბევრი საინტერესო აქტივობა: კვლევები, კონფერენციები, შეჯიბრებერი, ტრენინგები, ექსკურსიები...






" ახალგაზრდების მონაწილეობა და განვითარება"

    ფონდმა- საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი 'აფხაზეთი' ("სჰცა") მიმდინარე წელს დაგეგმა გაეროს ბავშვთა ფონდის  მხარდაჭერით განახორციელოს პროექტი- " ახალგაზრდების მონაწილეობა და განვითარება"- რომლის მიზანია კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონში ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის მხარდაჭერა მათი ჩართულობითა და ნდობის აღდგენის გაძლიერებით. პროექტი განხორციელდება გორის რაიონის 8 საჯარო სკოლაში. მათშორის გახლავთ შავშვების საჯარო სკოლა
    სამიზნე ჯგუფი: 12-დან 17 წლამდე სკოლის მოსწავლეები და ადგილობრივი მასწავლებლები ცამოაყალიბებენ კლუბებს 4 ძირითად მიმართულებაში:
1) გარემოს დაცვა
2) სამოქალაქო განათლება
3) ჯანსაღი ცხოვრების წესი
4) მათემატიკა და მეცნიერება

 პროექტის განხორციელება და კლუბური მუშაობა დაიწყო 2013-2014 სასწავლო წლის დაწყების თანავე.










No comments:

Post a Comment