მეორე დღე

Sunday, November 3, 2013

მესამე მოდული

                                 პრობლემების არჩევა.
             
            1 ნოემბერს ჩავატერეთ მესამე მოდული, ჩვენი მიზანი იყო ჩამოთვლილი პრობლემებიდან აგვერჩია ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა.
 მუშაობა დაიწყო წინა მოდულის გახსენებით, ჩამოთვლ პრობლემებს ბავშვებმა კიდევ რამდენიმე პრობლემაც დაამატეს.
     ჩატარდა გამამხნევებელი ენერჯაიზერებიც.
     შემდეგ მოხდა ჩამოწერილი პრობლემების ქუდებად დაყოფა და ერთი ძირითადი პრობლემის არჩევა.












      არჩეული პრობლემის შესახებ ბავშვებმა გააკეთეს პრეზენტაცია, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მათთვის აღნოშნული საკითხი.











          შედეგი:  შერჩეული ერთი პრობლემა.





Saturday, October 26, 2013

ქიმიის კლუბი. იდეების გენერირება

                                     იდეების გენერირება.       

  25 ოქტომბერს ჩატარდა შავშვების საჯარო სკოლის ქიმიის კლუბის მეორე მოდული.  , კლუბის წებრებმა გაიხსენეს წინა შეხვედრის აქტივობები.                                                        შემდეგ  მოსწავლეებმა ისაუბრეს თანამონაწილეობაზე, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები თუ რა არის ბავშვის თანამონაწილეობა. 
    კლუბის  შეხვედრაზე მოხდა იდეების გენერირება.  ბავშვებს დაურიგდათ ფერადი ფურცლები რომლებზეც ჩამოწერეს ის ძირითადი პრობლემები რაც არის მათთვის ხელშემშლელი მიზეზები ქიმიის სწავლაში. იდეების მიღება მოხდა ინდივიდუალურად, თითოეული იდეა მიამაგრეს" იდეების ხალიჩაზე" და თითოეულ იდის შესახებ გააკეთეს მოკლე პრეზენტაციები.















  მუშაობის პროცესში ჩატარდა გამახალისებელი ენერჯაიზერი" ბეწვის ხიდი"














ბოლოს მოხდა მუშაობის შეჯამება, ბავშვებმა დაამზადეს კონვერტები და შიგ მოათავსეს აზრები კლუბის მუშაობის შესახებ. რა მოეწონათ კლუბში. რას შეცვლიდნენ და რას ურჩევდნენ ტრენერს.














   














Friday, October 4, 2013

ქიმიის კლუბი შავშვების საჯარო სკოლაში

               ქიმიის კლუბი   "ერთად  ვაშენოთ  მომავალი''    
                                                                                                                                                                   
ქიმიის კლუბის პირველი შეხვედრა იყო გაცნობითი, მოსწავლეებმა გაიცნეს ერთმანეთი სხვადასხვა სახალისო აქტივობით. პედაგოგებმა წარმოვადგინეთ და მოსწავლეებს გავაცანით სამოქმედო გეგმა , კლუბის დატვირთვა და მისი შინაარსი.




















   ბავშვებმა დაწერეს რას ელოდებიან ამ პროექტიდან , როგორია მათი დამოკიდებულება კლუბის მუშაობის მიმართ და  დააფიქსირეს   თავიაანთი მოლოდინები














კლუბი- ქიმია

   სოფელ შავშვებში ჩამოყალიბდა კლუბი- ქიმია და მეცნიერების დარგები, მისი ხელმძღვანელი არის პედაგოგი ეკატერინე კობალაძე. კლუბში გაწევრიანებულია 8 მოსწავლე:   კლუბს გააჩნია სამოქმედო გეგმა რომელიც გაწერილია 3 თვეზე და მის ფარგლებში იგეგმება ბევრი საინტერესო აქტივობა: კვლევები, კონფერენციები, შეჯიბრებერი, ტრენინგები, ექსკურსიები...






" ახალგაზრდების მონაწილეობა და განვითარება"

    ფონდმა- საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი 'აფხაზეთი' ("სჰცა") მიმდინარე წელს დაგეგმა გაეროს ბავშვთა ფონდის  მხარდაჭერით განახორციელოს პროექტი- " ახალგაზრდების მონაწილეობა და განვითარება"- რომლის მიზანია კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონში ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის მხარდაჭერა მათი ჩართულობითა და ნდობის აღდგენის გაძლიერებით. პროექტი განხორციელდება გორის რაიონის 8 საჯარო სკოლაში. მათშორის გახლავთ შავშვების საჯარო სკოლა
    სამიზნე ჯგუფი: 12-დან 17 წლამდე სკოლის მოსწავლეები და ადგილობრივი მასწავლებლები ცამოაყალიბებენ კლუბებს 4 ძირითად მიმართულებაში:
1) გარემოს დაცვა
2) სამოქალაქო განათლება
3) ჯანსაღი ცხოვრების წესი
4) მათემატიკა და მეცნიერება

 პროექტის განხორციელება და კლუბური მუშაობა დაიწყო 2013-2014 სასწავლო წლის დაწყების თანავე.